მიწოდების პირობები

NICOLASKIDS.COM-ზე შეძენილი პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა.

საქართველოს მასშტაბით, ამანათების ტრანსპორტირებას ახორცილებს სატრანსპორტო კომპანია “DHL”-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “ჯორჯიან ექსპრესი”. 

Პროდუქტის მიწოდება მოხდება შეკვეთიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პარასკევს 14:00 საათის შემდეგ, ასევე შაბათს და კვირას მიღებული შეკვეთების გამოგზავნა ჩვენგან მოხდება ორშაბათს. ოფიციალურ დასვენების დღეს მიღებული შეკვეთა გამოიგზავნება მომდევნო შესაძლო სამუშაო დღეს. 

შეკვეთის გამოგზავნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ელ. ფოსტას, სადაც მოცემული იქნება ტრეკინგ ნომერი, რომლის შემოწმებაც შესაძლებელი იქნება კომპანია “ჯორჯიან ექსპრესის” ვებ-გვერდზე – დააჭირეთ ბმულს.

საერთაშორისო მასშტაბით ტრანსპორტირება ფასიანია. 

საერთაშორისო ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს კომპანია Aramex. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, სადაც ამანათების ტრანსპორტირებას ახორციელებს “საქართველოს ფოსტა” (EMS სერვისი). 

საერთაშორისო ამანათების მიღების სავარაუდო ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:

Aramex – 5-7 სამუშაო დღე. 

საქართველოს ფოსტა – 10-12 სამუშაო დღე. 

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებისას დეტალურად მიუთითოთ თქვენი სრული სახელი და გვარი, სრული, დეტალური მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ ჩვენ მივიღებთ არასრულ ინფორმაციას, დაგიკავშირდებით და საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, შეკვეთა გადაეცემა სატრანსპორტო კომპანიას. 

გაგზავნის შემდეგ, შეკვეთის სხვა მისამართზე გადამისამართება აღარ არის შესაძლებელი.

უცხოეთში გზავნილის მიღებისას, შესაძლოა ამანათი დაექვემდებაროს განბაჟებას და სავალდებულო გახდეს დღგ-ს საფასურის გადახდა. ჩვენი მხრიდან ამ პროცედურის გაკონტროლება არ არის შესაძლებელი, რადგან საბაჟო პროცედურები და ხარჯები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად. ჩვენი მხრიდან, ყველა ამანთი იგზავნება რეალური ღირებულების ამსახველი ინვოისით. პროდუქტის ღირებულების შეცვლა / შემცირება ინვოისში ან პროდუქტის საჩუქრის სტატუსით გაგზავნა შეუძლებელია.

ამ ეტაპზე, პროდუქტის გადაცვლის შემთხვევაში, პროდუქტის უკან დაბრუნების ხარჯის დაფარვა უნდა მოხდეს მომხმარებლის მიერ და საქართველოს მასშტაბით, დაბრუნებული პროდუქტი აუცილებლად უნდა გამოიგზავნოს კომპანია “ჯორჯიან ექსპრესის” მეშვეობით. “ჯორჯიან ექსპრესის” საკონტაქტო ტელ. ნომერი: 032 2696060. 

გადასაცვლელი პროდუქტის დაბრუნება უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე:

შპს “ანოუკი”-ს ოფისი

ივანე თარხნიშვილის 2,

0108, თბილისი

დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის დაბრუნებისა და გადაცვლის პირობების შესახებ, იხილეთ აქ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: [email protected]